ტეხასიდან ყაზბეგში - ამერიკელი ბიჭისა და რუსი გოგონას ქართული ქორწილი: ვინ არის წყვილი, რომლის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა - bbcnews.ge
ისტორიები

ტეხასიდან ყაზბეგში – ამერიკელი ბიჭისა და რუსი გოგონას ქართული ქორწილი: ვინ არის წყვილი, რომლის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა

  • ფო­ტო­ე­ბი: ან­დრია თა­თა­რაშ­ვი­ლი(Andria Photography)

წყვი­ლის გა­რეგ­ნო­ბა ჩემ­თვის უც­ნო­ბი იყო, მხო­ლოდ ფო­ტო­სე­სი­ის დღეს ვი­ხი­ლე და იმ წამს მივ­ხვდი, რომ მთებ­ში და მათი გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იქ­მნე­ბო­და” – გვე­უბ­ნე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი ან­დრია თა­თა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ქორ­წი­ლის ულა­მა­ზე­სი ფო­ტო­სე­სია, სა­ხელ­წო­დე­ბით “ტე­ხა­სი­დან ყაზ­ბეგ­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შთამ­ბეჭ­დავ ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოყ­ვა…

ან­დრია თა­თა­რაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით უცხო­ელ წყვილს, დე­ვიდ და ჯუ­ლი­ა­ნა უილ­სო­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დით…

– დე­ვიდ, სად და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ, რა პრო­ფე­სი­ით ხართ?

– და­ვი­ბა­დე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ქა­ლაქ ოუკ ჰარ­ბორ­ში, ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. თუმ­ცა ნამ­დვილ სახ­ლად ტე­ხა­სი მი­მაჩ­ნია – სწო­რედ იქ გა­ვი­ზარ­დე პა­ტა­რა ასა­კი­დან. ბევრ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ვი­დეო სფე­როს და­უ­კავ­შირ­და. უკვე წლე­ბია ვმუ­შა­ობ ვი­დე­ო­მონ­ტაჟ­ში, ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბებ­სა და მე­დია პრო­დუქ­ცი­ა­ში, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ჩათ­ვლით. ამ­ჟა­მად ად­გი­ლობ­რივ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ, სა­დაც ვას­წო­რებ ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის შეც­დო­მებს და ვზრუ­ნავ ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე.მა­ნამ­დე კი დიდი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­დია-დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი და ვქმნი­დი გა­სარ­თობ პროგ­რა­მებს ბავ­შვე­ბის­თვის, სა­დაც სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნაგ­რძნო­ბას ვას­წავ­ლი­დით მომ­დევ­ნო თა­ო­ბას ღვთის გზავ­ნი­ლის მეშ­ვე­ო­ბით.

– რო­დის და რო­გორ გა­ი­გეთ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ?

– ბევ­რი სხვა­დას­ხვა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მას­წავ­ლებ­ლო­ბა იყო. მსოფ­ლიო გე­ოგ­რა­ფი­ას ვას­წავ­ლი­დი, ასე რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა ჩემ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა. მაგ­რამ რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა? ამა­ზე უფრო გვი­ან და­ვი­წყეთ ფიქ­რი. მე და ჩემს ცოლს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ორი­ვემ შევ­თან­ხმდით — ჩვე­ნი შემ­დე­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლო უნდა ყო­ფი­ლი­ყო. კითხვის გაგრძელება

Back to top button