გაირკვა ვინ არის ბათუმში გუშინ ჩაცხრილული ბიზნესი - bbcnews.ge
სამართალი

გაირკვა ვინ არის ბათუმში გუშინ ჩაცხრილული ბიზნესი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბა­თუმ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე: 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ე. და 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

  • რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლულს, ის თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი ჰაკი თე­ქი­ნია. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ქი­ნი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და და კომ­პა­ნია “Tekinler Gayrimenkul”-ის მფლო­ბე­ლი იყო.

“ის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი აჭა­რა­ში მცხოვ­რე­ბი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თე­ქი­ნი აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობ­და მშე­ნებ­ლო­ბი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტო­რებ­ში. მისი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებ­და Tekinler Gayrimenkul-ის სა­ხე­ლით, ცნო­ბი­ლი იყო აჭა­რა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პრო­ექ­ტე­ბით, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის” – წერს მე­დია.

რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე

“ა.ე. – ეს ბრა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო-შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბა. ხოლო მ.ჯ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვი­სა და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ა.ე. – მ ბა­თუმ­ში, მდე­ბა­რე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მყოფ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქეს 1976 წელს და­ბა­დე­ბულ ჰ.თ. -ს თურ­ქეთ­ში, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ მხა­რე­ებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულს შე­ეს­წრო ა.ე. -ს თან­ხმლე­ბი მ.ჯ., თუმ­ცა მან მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა .გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ კვე­თის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 236-ე, 376 -ე და 344-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

“კვი­რის პა­ლიტ­რა” ესა­უბ­რა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ თა­მაზ ბა­კუ­რი­ძეს, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მოკ­ლუ­ლია თურ­ქი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცი. მისი თქმით, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლიც თურ­ქია.

“გი­დას­ტუ­რებთ, რომ თურ­ქი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. ზუს­ტად ამ რეს­ტო­რან­ში მოხ­და მსგავ­სი მკვლე­ლო­ბა ად­რეც, მა­შინ კი­ლე­რის ად­რე­სა­ტი იყო დერ­ქან ბა­შა­რი, მაგ­რამ ის გა­დარ­ჩა და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ახლა ეს რეს­ტო­რა­ნი გა­ნა­ახ­ლეს, ისევ თურ­ქს ეკუთ­ვნის, მაგ­რამ გა­ნა­გებს დერ­ქან ბა­შა­რი. მარ­თა­ლია არ აწე­რია თურ­ქუ­ლი რეს­ტო­რა­ნი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად თურ­ქი კრი­მი­ნა­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ ამ ად­გილს.ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის რეს­ტო­რა­ნია. მა­შინ რომ ეს­რო­ლეს დერ­ქან ბა­შარს, ის გა­დარ­ჩა, გვერ­დზე გა­ი­წია და მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტყვია მოხ­ვდა სულ სხვა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში იყო დამ­ნა­შა­ვე. დღეს იგი­ვე სუ­რა­თი და­მიდ­გა თვალ­წინ. მე ეს თვე­ე­ბის წინ ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, როცა ბა­თუ­მის ცენ­ტრში დერ­ქან ბა­შა­რის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი კი­დევ ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის ფაქტს ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო ხმა­უ­რით…

მას დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, თურ­ქე­თი­დან უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნა ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი და გა­ე­მარ­თათ კონ­ცერ­ტე­ბი. მე მა­შინ შე­ვი­ტყვე, რომ ეს შე­ნო­ბა უკა­ნო­ნოდ ჰქონ­და აშე­ნე­ბუ­ლი. ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ და და­ინ­გრა ეს შე­ნო­ბა. მე ვი­თხოვ­დი, რომ გა­ე­ძე­ვე­ბი­ნათ ქვეყ­ნი­დან, რად­გან არის კრი­მი­ნა­ლი, მაგ­რამ ეს პირი არის ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლის მფლო­ბე­ლი, აქვს ქოლ-ცენ­ტრე­ბი და კა­ზი­ნო­ე­ბი და ალ­ბათ, ვი­ღა­ცის­თვის კარ­გი ლუკ­მაა. თო­რემ კაცი, რო­მე­ლიც იძებ­ნე­ბა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით, რა­ტომ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში?!…ნა­ხეთ სრუ­ლად

Back to top button