"ყველა მტკიცებულება მაქვს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ პროკურორმა კვალიფიკაცია შეუცვალა… ეჭვი მაქვს, რომ მან დიდი ფული აიღო" - ნიკო კვარაცხელიას დედა - bbcnews.ge
სამართალი

“ყველა მტკიცებულება მაქვს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ პროკურორმა კვალიფიკაცია შეუცვალა… ეჭვი მაქვს, რომ მან დიდი ფული აიღო” – ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკ­ლუ­ლი 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომაძე პრო­კუ­რო­რის, გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის საქ­მი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბით შეც­ვლას ითხოვს.

  • რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუ­ქის” სა­კუ­თარ გვერ­დზე ომა­ძე წერს, საქ­მე­ში უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა იყო შეკ­ვე­თი­ლი, პრო­კუ­რორ­მა კი “ეს საქ­მე და­შა­ლა და ისე შე­მო­დო თა­რო­ზე”.

მოკ­ლუ­ლის დე­დას ეჭვი აქვს, რომ “შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა დიდი ფული აიღო”.

“ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რო, ეს ჩემი შვი­ლია, ჩემი ნიკო, რო­მე­ლიც ოთხი წლის წინ, ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მკვლე­ლებ­მა, უსუ­ლო ახალ­გაზ­რდებ­მა დაგ­ვიხვრი­ტეს. საქ­მის პრო­კუ­რო­რი გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლია, ყო­ველ­გვა­რი ვადა ამო­ი­წუ­რა, მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლაც გა­და­ივ­სო. მინ­და, მოგ­მარ­თოთ თხოვ­ნით, რომ პრო­კუ­რო­რი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი საქ­მი­დან ჩა­მო­ა­შო­როთ და ამ საქ­მეს სწო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცეთ, რად­გან ამ ბა­ტონ­მა პრო­კუ­რორ­მა, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მე ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­ფარ­ცხა, რის და რა ფა­სად, ალ­ბათ, ამას თქვენ უკეთ გა­ი­გებთ ვიდ­რე – მე. საქ­მე­ში იყო თით­ქმის, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი, სა­მუ­შაო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს იყო შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ მან ეს საქ­მე და­შა­ლა, კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისე შე­მო­დო თა­რო­ზე…

ეჭვი მაქვს, რომ მან და მის­მა პატ­რო­ნებ­მა ძა­ლი­ან დიდი ფული აი­ღეს, სხვა­ნა­ი­რად ადა­მი­ა­ნი ასეთ ბო­რო­ტე­ბა­ზე არ წა­ვი­დო­და, ვხე­დავ, რო­გორ უბ­ნე­ლებს თვალს და გო­ნე­ბას დიდი ფული მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს! ჰკი­თხეთ, ვისი მი­თი­თე­ბე­ბით მოქ­მე­დებ­და შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი! მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ის დღე, როცა ნი­კოს მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თებს თა­ვად მი­უჯ­დე­ბა ბა­ტო­ნი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი გვერ­დით და არა მარ­ტო შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი! ისე არ გამ­წი­რავს უფა­ლი, ამ დღეს რომ არ მო­მას­წროს…

ვი­მე­ო­რებ და ათას­ჯერ გა­ვი­მე­ო­რებ, ნიკო კვა­რა­ცხე­ლია არ მო­უკ­ლავს თა­ვის თა­ო­ბას, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა იყო შეკ­ვე­თი­ლი, თუ ვის მიერ, ეს თქვენ უნდა და­ად­გი­ნოთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­და­პირ თქვენ და თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­დი­ხართ დამ­კვე­თი. მე მინ­და პი­რა­დად თქვენ და­ინ­ტე­რეს­დეთ ამ საქ­მით. თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი­ვით ნუ და­ი­დებთ და ნუ და­უ­ტო­ვებთ შვი­ლებს ცოდ­ვას! ბა­ტონ ღა­რი­ბაშ­ვილს მივ­მარ­თე, ბა­ტონ გო­მე­ლა­ურს მივ­მარ­თე, ბა­ტონ შო­თა­ძეს მივ­მარ­თე, რე­ა­გი­რე­ბა ნული, მხო­ლოდ ის აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა სა­ხის პრო­ტეს­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­მეძ­ლო!ჩა­მო­ა­შო­რეთ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მეს პრო­კუ­რო­რი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი და გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რეთ საქ­მე, რო­გორც შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა!

მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რომ ეს იყო შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა! არ დავ­ნებ­დე­ბით, არ გახ­დე­ბა ეს საქ­მე ხან­დაზ­მუ­ლი, ყო­ვე­ლი დღე 15 სექ­ტემ­ბე­რია ჩვენ­თვის!ნიკო, შვი­ლო, ჯე­რაც წამ­ზო­მია ჩარ­თუ­ლი შენს სა­ათ­ზე, სულ­და­ტო­ვე­ბულ შენს სხე­ულს რომ მო­პა­რეს ნა­მუს გა­რე­ცხი­ლებ­მა, დედი!!!! მთე­ლი გუ­ლით ვი­თხოვ­დი, თან უნდა გა­ვა­ტა­ნო იმ ქვეყ­ნად-მეთ­ქი და მიმ­ტკი­ცებ­დნენ, არ ჰკე­თე­ბი­აო! მერე ძა­ლი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლი რომ მნა­ხეს, ღა­მის 12 სა­ათ­ზე მო­ა­წე­რი­ნეს საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს და სის­ხლი­ა­ნი და­მიბ­რუ­ნეს, იქ­ნებ ად­გილ­ზე გული გამ­ხეთ­ქო­და დედი! ასე­თი ბო­რო­ტე­ბა სუ­ფევს შვი­ლო, მას შემ­დეგ, რაც შენ დაგვტო­ვე, მაგ­რამ ბო­რო­ტე­ბა ვერ გა­ი­მარ­ჯვებს დედი, ვერა!!! ველი ღი­ა­ო­ბას თქვენ­გან ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რო! გთხოვთ, ნუ გა­მო­მიყ­ვანთ დე­დის ამ­პლუ­ი­დან!”,- წერს იზა ომა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე. ჭე­ლი­ძეს 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, კა­ვი­ლა­ძეს კი 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იყო თუ არა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა შეკ­ვე­თი­ლი, ან იკ­ვე­თე­ბო­და თუ არა და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ვინ­მეს მხრი­დან კო­მუ­ნი­კა­ცია, პრო­კუ­რო­რი თა­ვის დრო­ზე აცხა­დებ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

ambebi.ge

Back to top button