
გარდაიცვალა ქირურგი, პროფესორი კახა ჭუბაბრია. ინფორმაციას “ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა” ავრცელებს.
“ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკა ღრმა მწუხარებით იუწყება გარდაიცვალა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. კახა (ერეკლე) ჭუბაბრია.
იგი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა და იდგა მთელი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
მოწოდებით ექიმი, სანიმუშო და ერთგული კოლეგა, გულითადი მეგობარი, თავის საქმის უბადლო პროფესიონალი, ასე დარჩება იგი ოჯახის, კლინიკის და მადლიერი პაციენტების გულებში.
სამძიმარს ვუცხადებთ ბნ. კახას დიდ ოჯახს.”