გიორგი ვარდოსანიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს - bbcnews.ge
საზოგადოება

გიორგი ვარდოსანიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„ვიშლისთის“ პიარმენეჯერის, 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმიანება. 

ახალგაზრდა გოგოს მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.

მეგობრები, ნაცნობები, კოლეგები ბარბარეს შესახებ ემოციურ ისტორიებს იხსენებენ და სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ. მათ შორისაა, მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ბარბარე მთელ დედამიწას დააკლდება.

„ძალიან ცუდი დღე გათენდა. ეს საოცარი გოგო რომელიც სიკეთით და სილაღით იყო სავსე გაფრინდა ღმერთთან.

ვიზიარებ ოჯახის და ყველა ახლობლის მწუხარებას. ბარბარიკო დააკლდება ძალიან ამ დედამიწას. ნათელში იყოს მისი სული”,-წერს გიორგი.

ცნობისთვის, 27 წლის ბარბარეს ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა

Back to top button