„ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული, ამ ეტაპზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს...“ - შს მინისტრი - bbcnews.ge
შემთხვევა

„ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული, ამ ეტაპზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს…“ – შს მინისტრი

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ცოტა ხნის წინ შენობის ნაწილი ჩამოინგრა შს მინისტრი გეკა გელაშვილი მივიდა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი პირი, ხოლო ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. 

„შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური. შესაბამისი საპოლიციო ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი…“, – ამბობს შს მინისტრი. 

Back to top button