სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა - bbcnews.ge
შემთხვევა

სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა

სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა. 

ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ასევე, ძებნა – შველის სამაშველო სამუშაოები.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტერიტორიაზე დაზიანებული ავტომობილები.

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან “მყისიერად განახორციელეს” მოქალაქეების ევაკუაცია.

უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები და ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

Back to top button