შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შაკო... - ცნობილია, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა - bbcnews.ge
საზოგადოება

შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შაკო… – ცნობილია, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა

ქუთაისში, მძიმე ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული შაკო აფრიდონიძეა. მას მეგობრები სოციალურ ქსელში გლოვობენ.

„შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შაკო, როგორ მეგონა, რომ თამუნაზე წერდა ანი ისევ რამეს. როგორ შეიძლება ეს დავიჯერო. თბილო და პოზიტიურო ბიჭო, შენს ანგელოზ დედიკოსთან გაფრინდი“.

„ბედნიერი მისი დედა, რომ იქ დახვდება და აქ არ რჩება“ – წერენ სოცქსელში.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

Back to top button