„მე არ მაყვს შვილები, არც ვალდებულებები — ვაცხადებ!... შემიძლია წავიდე და....“ - ია ფარულავას მოულოდნელი ფოსტი - bbcnews.ge
Faceამბები

„მე არ მაყვს შვილები, არც ვალდებულებები — ვაცხადებ!… შემიძლია წავიდე და….“ – ია ფარულავას მოულოდნელი ფოსტი

ცნობილი ქართველი მსახიობი და ეპატაჟური ტელეწამყვანი, არაორდინალური ია ფარულავა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და სულ ახლახან მის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო მიმართვამ ამერიკაში შესაბამის მაღალჩინოსნებამდე მიაღწია. ამიტომ მსახიობი ახლა შედეგების მოლოდინშია. პროტესტის მხარდამჭერი ია ფარულავა წერს დეტალებსაც:.


ია ფარულავა:საჯაროდ ვაცხადებ!
ჩემი ვიდეომესიჯი მიაღწია თავის მიზანს — აშშ-მდე, და იქ უკვე გაიმართა საუბარი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი:
საქართველოს საკითხი დღის წესრიგშია, მაგრამ პრიორიტეტი არ არის!
აშშ ვერავითარ რეჟიმს ვერ შეცვლის ძალით, თუ ეს არ იქნება ხალხის ნება და ხალხის მოთხოვნა./
გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია და დრო აღარ რჩება.
მე არ მაყვს შვილები, არც ვალდებულებები — შემიძლია წავიდე და ვიცხოვრო ამერიკაში მშვიდად.
მაგრამ თქვენ? თქვენ რას აპირებთ?!
თქვენზეა დამოკიდებული, როგორი საქართველო დარჩება მომავალ თაობებს!
ახლა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა.
თუ არ ვიბრძოლეთ — დავკარგავთ ყველაფერს. — წერს ია ფარულავა.

Back to top button