"ოპერაციის დროს ძვალში შეიტანეს ინფექცია, ყველაფერი აქედან დაიწყო... ახლა რეანიმაციაშია, ძალიან დამძიმდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ძმის მდგომარეობაზე - bbcnews.ge
საზოგადოება

“ოპერაციის დროს ძვალში შეიტანეს ინფექცია, ყველაფერი აქედან დაიწყო… ახლა რეანიმაციაშია, ძალიან დამძიმდა” – რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ძმის მდგომარეობაზე

მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმის მფლო­ბე­ლი, მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი, სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მის­მა დამ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა ძმის მძი­მე პე­რი­ოდ­ზე. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თაკო ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ახლა მხო­ლოდ ღმერ­თსა და ექი­მებ­ზე არი­ან მინ­დო­ბი­ლე­ბი

– მა­მუ­კა არ არის კარ­გად, ვიბ­რძვით, ექი­მე­ბიც და ყვე­ლა, თა­ვად უნდა მოგ­ვეხ­მა­როს ორ­გა­ნიზ­მი. დიდი ხა­ნია უკვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პა­ლა­ტა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და შემ­დეგ ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს. ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია ექი­მე­ბის, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ღმერ­თის იმე­დად ვართ და ექი­მე­ბის.

– ბოლო წლებ­ში უკვე რთუ­ლად იყო…

– ორი წლის წინ გარ­თულ­და, ფილ­ტვის ემ­ბო­ლია და­ე­მარ­თა. იქამ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ პნევ­მო­ნი­ით მოხ­ვდა კლი­ნი­კა­ში, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში იწვა, შემ­დეგ ლე­ვან რა­ტი­ან­თან და გა­მო­იყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა ყვე­ლამ. ახლა ისევ კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში წევს, ამ გუნ­დმა კარ­გად იცის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­და­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან

კითხვის გაგრძელება

Back to top button