
გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მეგი აღარ არის“… ამ სიტყვების დღემდე არ მჯერა და მიჭირს გაანალიზება. თითქოს სადღაც უნდა იყოს ჩემი ოთახის კართან, რაღაცას უნდა მეუბნებოდეს ან მთხოვდეს, და მეც უნდა ვეთანხმებოდე ან ვუსრულებდე, გინდა თუ არა. მეგი იყო ყველაფერი ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე გულწრფელი მეგობარი, ჩემი სარკე, ჩემი ნახევარი.
რაღაცით ყოველთვის სხვანაირი იყო. მის თვალებში სითბოს დაინახავდით. იცოდა როგორ უნდა ყოფილიყო ყველასთან. მის ხმაში იყო სიმშვიდე, რომელიც გადამდებია. ყოველთვის ვჩხუბობდით, მაგრამ ეს ჩხუბი არ იყო სერიოზული, არამედ სიყვარულით. მას ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო უნდოდა.
ახლა კი ყველაფერმა სიცარიელე დაიმკვიდრა… ჯერ მხოლოდ 16 წლის ვარ, წინ ბევრი რამ მელოდება, მომავალში სკოლას ვამთავრებ, თუმცა შენ არ იქნები ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემს გვერდით მეგი…გპირდები, რომ პერანგზე შენი გაღიმებული ფოტოთი დავასრულებ სკოლას.
დაძინებამდე ყოველთვის გავიძახი “გთხოვ მეგი სიზმარში მოდი”… ერთხელ მოხვედი კიდეც და თვალს ვერ გაშორებდი ისევ ისეთი ლამაზი და მომღიმარე იყავი ჩემო ანგელოზო…
წახვედი და ჩვენი სულის ნაწილი თან წაიღე… არ ინერვიულო მეგი ჩვენ ისევ სამნი ვართ, სამი და, შენ, მე და ნაზი დედიკოს და მამიკოს სიცოცხლეები…
ხანდახან მეშინია, რომ დრო გააქრობს მას მის სიცილს, მის სურნელს. მაგრამ ეს არ მოხდება, ახლა მხოლოდ შენ გეკუთვნის ჩემი გული, და ვერავინ შეძლებს შენს ჩანაცვლებას.
ვიცი, რომ სადღაც არის. იქ, სადაც არ არის ტკივილი და სადაც, ალბათ, ისევ იცინის თავის ჭკუაზე. მე კი ვეცდები, არ დამავიწყდეს არც ერთი წამი, რაც მასთან ერთად გავატარე.
მიყვარხარ უკიდეგანოდ, მეგი… და ეს ყოველთვის ასე იქნება…
შემდეგ ცხოვრებაში, შევხვდებით და ისევ ბედნიერი ოჯახი ვიქნებით“