„შვილს ელოდებოდა სტუმრად და თვითონ გზაში დაიღუპა" - ვინ არის და რითი დაიღუპა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი? - bbcnews.ge
საზოგადოება

„შვილს ელოდებოდა სტუმრად და თვითონ გზაში დაიღუპა” – ვინ არის და რითი დაიღუპა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი?

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ჯულია თოდუა მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი უეცრად  ცუდად გახდა,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში  დაიღუპა.

49 წლის ჯულია თოდუას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.

“ორი წელია, რაც საბერძნეთში, ემიგრაციაში იმყოფებოდა. ცუდად გამხდარა, ნათესავისთვის დაურეკავს,  მიშველეო.

სამწუხაროდ, ჯულია საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.

ორ დღეში შვილს ელოდებოდა სტუმრად, ახლა კი დედის გაყინულ ცხედარს მიასვენებენ სახლში”, – განუცხადა “გურია ნიუსს” მაია ბზგილავამ.

გურია ნიუსი

Back to top button