
კანადაში ქართველი ახალგაზრდა, საბა ქვრივიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დეკანოზი თომა ავრცელებს.
“კანადაში მცხოვრებო ძვირფასო ქართველებო, მძიმე გულით გაცნობებთ ტრაგიკულ ამბავს — გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ვაჟკაცი, საბა ქვრიშვილი, რომელიც სიცოცხლის დასაწყისშივე გამოემშვიდობა ამ ქვეყანას.საბა არ იყო საქართველოს მოქალაქე, რის გამოც სახელმწიფო ვერ ფარავს მის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს.
როგორც ყოველთვის, ახლა კიდევ ერთხელ გვმართებს გაერთიანება, რათა დავუდგეთ მხარში მის ოჯახს ამ უმძიმეს წუთებში.საბას გადასვენების ღირებულება შეადგენს 12,200 კანადურ დოლარს, რაც არ მოიცავს სხვა დამატებით ხარჯებს. თითოეული ლარი თუ დოლარი მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ამ ლამაზი ოჯახისათვის, რათა შეძლონ მათი საყვარელი შვილი მიაბარონ სამშობლოს მიწას,” – ნათქვამია განცხადებაში.
Kane-Jerrett Funeral Homes.6191 Yonge St,
Toronto, ON M2M 4K4.