
ხაშურში, 5 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დილის 8 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, ლევან ბარბაქაძეს საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე, ნანა ხიხაძე – უგონოდ და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჯერ ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
ნანა ამ დრომდე მკურნალობის პროცესს გადის. ექიმების მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდა. ქალის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, ის გონზე მოვიდა, თუმცა უჭირს გაიხსენოს, რა მოხდა ტრაგედიის დღეს.
AMBEBI.GE ნანა ხიხაძის დას ესაუბრა:
“ჩემი და ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, არის ანტიდეპრესანტებზე, აქვს დაზიანებები ტვინზე და იღებს წამლებს. ვერ იაზრებს რა ხდება, ბოლო დღეებს ვერ იხსენებს კარგად. ტვინის მკვებავებს იღებს და იქნებ გამოვიდეს მდგომარეობიდან.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, არ ვიცი ვინ და რატომ ავრცელებს. დაკავებით არ დაუკავებიათ დედამთილი, უბრალოდ ბოლოს (ტრაგედიის დღეს) ერთად იყვნენ და წაიყვანეს დასაკითხად. ჩემი და 12 წელია, გათხოვილია და მსგავსი სიტუაცია ჯერ არ ქონია ოჯახთან. დედამთილზეც რაც ითქვა მე ვერ დავიჯერებ მაგას. ყველა შოკშია, მსგავსი ტრაგედია არ მსმენია არსად, ჩემი სიძე განადგურებულია, ის ყველაზე მეტად მეცოდება, რომ შეესწრო ამ ყველაფერს”.
- ოჯახი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ბავშვის ბებიასთან დაკავშირებით. დამატებით დეტალებზე AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ბავშვის მამიდა ესაუბრა:
“ვრცელდება ბევრი არასწორი ინფორმაცია, ჩვენ ოჯახმა არ ვიცით, რა მოხდა და ხალხი ავრცელებს საშინელ ჭორებს.. ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით, 45 დღეში იქნებაო ბავშვის ექსპერტიზის პასუხები, ველოდებით.
ერთი რაც ვიცი, ბავშვს აჯაფსანდალი არ უჭამია, არც დაკონსერვებული საკვები. ბავშვზე ვიტიროთ თუ ასეც ჭორებზე, აღარ ვიცით, თან ჰყვებოდნენ ოჯახის წევრები ლუკაჩოს. რა ტრაგედია დაგვატყდა თავს და ღმერთმა მიხედოს ყველას, ვინც ეს ჭორი გაავრცელა. დედაჩემი ტირის საქვეყნოდ, მომჭრეს თავიო. კვირას გვაქვს ორმოცი. ალბათ ამის მერე მალევე გაირკვევა სიმართლე. კითხვის გაგრძელება