
წყვილი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთიდან, სიმაღლეში მნიშვნელოვანი სხვაობის მიუხედავად (მამაკაცის სიმაღლე 168 სმ-ია, ქალის კი 220 სმ), შვილს ელოდება და დაქორწინებას გეგმავს, თუმცა ნათესავები წინააღმდეგი არიან.
მათი უჩვეულო სიყვარულის ისტორია ჩინურ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც 2.2 მეტრის სიმაღლის სიაოიუემ ორსულობის შესახებ განაცხადა. მისმა რჩეულმა ზიჰაომ, რომლის სიმაღლე მხოლოდ 168 სმ-ია, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან ძლიერი უკმაყოფილების მიუხედავად. მათი ურთიერთობა ორ წელზე მეტია გრძელდება.

შეყვარებულებმა სამი წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი, როდესაც სიაოიუე ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე პირდაპირი ეთერი მიყავდა, ზიჰაო კი ტრანსლაციის დროს კომენტარებს ტოვებდა. „ჩვენ მაშინვე ვიგრძენით ორმხრივი სიმპატია. მალევე დავიწყეთ შეხვედრები“, – თქვა ზიჰაომ.
მამაკაცის თქმით, სიმაღლეში უზარმაზარი სხვაობა მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუმცა, ისინი ახლობლების მხრიდან უნდობლობას და სკეპტიციზმს გრძნობენ.

„ჩემი ოჯახის უფროსი წევრები ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგნი არიან მისი სიმაღლის გამო. თუმცა, ორივემ მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. ახლა ის ორსულადაა. მე კარგად ვიზრუნებ მასზე“, – თქვა ზიჰაომ.
წყვილი ოფიციალურად ქორწინების რეგისტრაციას ივნისში გეგმავს, თუმცა ქორწილის ცერემონია დიდად არ აწუხებთ. „ჩემი შეყვარებული ამბობს, რომ ცერემონიას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და არ აქვს პრობლემა, თუ საერთოდ არც აღნიშნავენ“, – განაცხადა მამაკაცმა.

სიაოიუე, რომელიც სოფლიდან არის, ბებია-ბაბუასთან ერთად გაიზარდა. „არ ვიცი, რა არის მშობლის სიყვარული. ახლა ჩემს შვილს მუცლით ვატარებ და იმედი მაქვს, რომ მასზე ვიზრუნებ“, – აღნიშნა გოგონამ.
გამოკვლევის დროს ექიმებმა დაადასტურეს, რომ ნაყოფი ნორმალურად ვითარდება, მაგრამ გააფრთხილეს, რომ მომავალში ბავშვი შეიძლება ორ მეტრამდე სიმაღლის გაიზარდოს.
წყვილის ისტორიამ ჩინურ სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კომენტარები უმეტესობამ მხარი დაუჭირა შეყვარებულებს. „კარგია, რომ ერთმანეთი უყვართ. მთელი ცხოვრება ბედნიერებას და ჰარმონიას ვუსურვებ“, – წერს ერთ-ერთი მონაწილე.
ვიდეო იუ ტუბზე