ქალებმა ჩამოთვალეს ნიშნები, რომელიც კარგ საყვარელზე მიუთითებს - bbcnews.ge
საინტერესო

ქალებმა ჩამოთვალეს ნიშნები, რომელიც კარგ საყვარელზე მიუთითებს

ქალებმა ჩამოთვალეს შედარებით ფარული ნიშნები, რომლებიც კარგ საყვარლებზე მიუთითებს. მათ თავიანთი გამოცდილება Reddit ფორუმის AskReddit განყოფილებაში გაუზიარეს.
ბევრი მომხმარებელი თანხმდება, რომ საინტერესო საუბარი, რომელიც სექსს არ უკავშირდება, იმის ნიშანია, რომ მამაკაცი ყურადღებიანი საყვარელია.
” ძალიან ბევრი ბიჭი იმდენს ლაპარაკობს საკუთარ თავზე…მაგრამ თუ ის ჩემს მიმართ კეთილია და საუბრის წარმართვაც კარგად ეხერხება, ჩემთან ნორმალური საუბარი შეუძლია, საწოლში ყველაფერი ჩვეულებრივად შესანიშნავად არის.”

სხვები თვლიან, რომ კარგი საყვარელი გამოირჩევა კეთილშობილებით.

“ის გულუხვია ადამიანების მიმართ და სხვებზე უფრო ფიქრობს, ვიდრე საკუთარ თავზე.საქმე ფულში არ არის, არამედ წვრილმანებში – მაგალითად, ის საჭმელს გიზიარებთ? ის ამჩნევს, როცა გცივა?ანუ რამდენად მგრძნობიარეა სხვების მოთხოვნილებების მიმართ?”

კიდევ ერთი ქალი თვლის, რომ კარგი საყვარლები საკუთარ ხელებზე ზრუნავენ.
ყოველთვის ვიცი, რომ სექსი მელოდება, როცა ჩემი ქმარი ფრჩხილებს იჭრის. რა თქმა უნდა, სპონტანური სექსიც ხდება. მაგრამ თუ ემზადება, ფრჩხილებს ყოველთვის იჭრის. მნიშვნელოვანია, რომ გააზრებული იყო – მას სურს, რომ მე მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნო თავი და მზადაა, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს.”
სხვა თვლის, რომ მამაკაცი თუ ტრაბახობს, მასთან ურთიერთობისას ინანებთ:
თუ ისინი ტრაბახობენ ან იტყვიან: „არ ინანებ“, ალბათ, სინამდვილეში მართლაც ინანებთ”.

intermedia.ge

Back to top button