
სოციალურ მედიაში გავრცელდა პარიზში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ გამოჰყავს ბავშვები ხანძრიდან მამაკაცს.
ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. მამაკაცმა ბინიდან 4 ბავშვი და კიდევ ორი ზრდასრული გამოიყვანა და გადაარჩინა.
კაცი, რომელმაც გმირულად გადაარჩინა 6 ადამიანი 39 წლის ფუსეინო სისეა.
“არც კი დავფიქრებულვარ, ოთახი კვამლით იყო სავსე და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, – თქვა მან ფრანგულ მედიასთან