რა ქონებას ფლობს ალექსი ახვლედიანი, ვის სახლშიც სავარაუდოდ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა - bbcnews.ge
პოლიტიკა

რა ქონებას ფლობს ალექსი ახვლედიანი, ვის სახლშიც სავარაუდოდ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და ამ­ჟა­მად სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი. სწო­რედ მისი დე­დის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­გა­რე­ჯო­ში, და­იჭ­რა მძი­მედ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რიჟ­ვა­ძემ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და.

მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი შსს-ს ცნო­ბით

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 ივ­ლისს, სა­გა­რე­ჯოს „ჯე­ოჰოს­პი­ტალსში“ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე გულ­მკერ­დის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით იქნა შეყ­ვა­ნი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს, და­ი­წყო. მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, რიჟ­ვა­ძეს ფილ­ტვი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. ამას­თან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლით, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას ან გა­მას­წო­რე­ბელ სა­მუ­შა­ოს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას ან აღ­კვე­თას, თუკი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვამ გა­მო­იწ­ვია სხვი­სი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი.

ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა

ჩი­ნოვ­ნი­კის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ორი წლის წინ გა­მო­ცე­მა „ბა­თუ­მე­ლებ­მა“ ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2023 წლის 24 ივ­ლისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ექ­ვსწლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა, ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობს სა­ზღვარ­გა­რეთ:

უკ­რა­ი­ნა: ქა­ლაქ ვი­ნი­ცა­ში, შევ­ჩენ­კოს ქუ­ჩა­ზე, 2022 წელს 320 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 2780 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი. 2016 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, იმა­ვე ქა­ლაქ­ში, იმა­ვე ქუ­ჩა­ზე, ფლობ­და 860 კვ. მეტრ მი­წის ნაკ­ვეთს. კი­ევ­ში, დი­მიტ­რევ­სკის ქუ­ჩა­ზე, ფლობ­და 184 კვ.მ ბი­ნას. ასე­ვე,

9300 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვეთს უკ­რა­ი­ნა­ში, ზუს­ტი მი­სა­მარ­თის გა­რე­შე.ჩე­ხე­თი: პრა­ღა­ში 2012 წელს შე­ი­ძი­ნა 3000 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი 485 000 ევ­როდ, ხოლო 2013 წელს 139 კვ.მ სახ­ლი 860 000 ევ­როდ.სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა: 2023 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში

რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო არ აი­სა­ხა. თუმ­ცა, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი სა­გა­რე­ჯო­ში ფლობს 1810 კვ. მეტრ მი­წის ნაკ­ვეთს ერეკ­ლე მე­ო­რის ქუ­ჩა­ზე და ორ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას (965.731 კვ.მ) დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბით, რომ­ლის

დიდი ნა­წი­ლი იჯა­რი­თაა გა­ცე­მუ­ლი, მათ შო­რის „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“. მას ასე­ვე ეკუთ­ვნის 430 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­თა­ვეს ქუ­ჩა­ზე (სა­გა­რე­ჯო) და 425 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ნო­ბით (426.81 კვ.მ) დაბა სუ­რამ­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მო­ი­ჯა­რე­ე­ბად ფიქ­სირ­დე­ბი­ან „სილ­ქნე­ტი“ და „სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა“. 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში, ახვლე­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, 72.80 კვ.მ ბი­ნა­საც ფლობს. განაგრძეთ კითხვა

Back to top button