
ეკა კვალიაშვილი პირველად დაქორწინებული იყო თემურ გვალიაზე. მასთან სამი წელი იცხოვრა და საერთო შვილი ნუკა ჰყავს. მისი მეორე ქმრის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მას დათო ერქვა. მესამე ქმარი მოცეკვავე კახა ბაკურაძე იყო, მასთან ერთად ორი წელი იცხოვრა.
თამარ გვერდწითელი – ქართველი მომღერალი, რომელიც დიდი ხანია რუსეთში მოღვაწეობს. მას 3 ქმარი ჰყავდა, მათ შორის 2 უცხოელი. მეორე ქმარი დიმიტრი ადვოკატი იყო. გარდაიცვალა მოულოდნელად გულის შეტევით. 2001 წელს თამარი დაქორწინდა სერგეი გიორგის-ძე ამბატიელო-ზე. ის არის კარდიოქირურგი, თუმცა ისინი 2005 წელს განქორწინდნენ.
ლიზა ბაგრატიონი – მისი პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო. მეორედ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, რომელთანაც მომღერალს ერთადერთი ვაჟი ჰყავს. მესამე ქორწინებაში ლიზა “შვიდკაცას” წევრ დავით ნოზაძესთან იმყოფებოდა, თუმცა არც ეს ქორწინება აღმოჩნდა წარმატებული.
ლალი მოროშკინამ პირველად 15 წლის ასაკში ნუკრი ჩაგანავაძე იქორწინა. ოჯახი რამდენიმე წელიწადში დაენგრათ, წყვილს საერთო ვაჟი ჰყავთ. მეორე ქორწინებაში ლალი ბიზნესმენ მიშა ღოთვაძესთან იყო. მასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. ბოლო ქორწინებაში ლალი ციხიდან ახალგამოსულ ირაკლი ჯაფარიძესთან იმყოფებოდა. ლალის ამ ქორწინებაზე საუბარი არ უყვარს…
ლელა კილაძე ცნობილია თავისი სკანდალური ქორწინებებით და განქორწინებებით. პირველი ქორწინებიდან კილაძეს ორი ვაჟი ჰყავს. მეორედ ლელა მაშინდელ ქალაქის მერ გიგი უგულავაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც მესამე შვილი ალექსანდრე შეეძინა. კილაძემ მესამედ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა და ცნობილი ოჯახის რძალი გახდა. გუკასთან ლელას კიდევ ერთი შვილი თრინითი-მართა შეეძინა, მაგრამ მათი წყვილი უცნაურად დაიშალა. სწორედ ლელას საჩივრის ნიადაგზე დააკავეს გუკა.
წყარო: intermedia.ge