„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ, ეგ დილა არასდროს არ დამავიწყდება… არ უნდა გამეშვი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა - bbcnews.ge
საზოგადოება

„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ, ეგ დილა არასდროს არ დამავიწყდება… არ უნდა გამეშვი“ – მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა

რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა. ერთ-ერთი დაღუპული უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა:

„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ… არ უნდა გამეშვი. როგორ მინდოდა არ წასულიყავი, 11 მაისი იყო და სამ დღეში,

14-ში წამართვეს შენი თავი, უტი…

ეგ დილა არასდროს არ დამავიწყდება…

როცა გავიგე მარტო შენი სახელი თქვეს უტა, იქვე ფეხქვეშ მიწა გამომეცალა…

1 კვირაში უნდა ჩამოსულიყავი, დღეებს ვითვლიდი და ახლა უსასრულოდ უნდა ვითვალო დღეები, თვეები და წლები თუ როდის შევხვდებით ჩვენ, მე და შენ ერთმანეთს…

მინდა მაგრად ჩაგეხუტო და არსად გაგიშვა“, – წერს დაღუპულის მეუღლე.

Back to top button