„10 დღის წინ ქორწილი ჰქონდა...“ - რა ვიცით ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის შესახებ - bbcnews.ge
მსოფლიო

„10 დღის წინ ქორწილი ჰქონდა…“ – რა ვიცით ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის შესახებ

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.

უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის” ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავარიას ემსხვერპლა მისი ძმა ანდრე სილვაც, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. 

ფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა თავის საცოლეზე, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.

კითხვის გაგრძელება

Back to top button