„სულ 5 ბავ­შვი იჯდა მან­ქა­ნა­ში, ჩემი შვი­ლე­ბი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ უკა­ნა მი­ნი­დან გად­მო­ვარ­დნენ" - როგორ სასწაულებრივად გადაურჩა საზარელ ავარიას კიდევ 3 ბავშვი, რომლებიც იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა? - bbcnews.ge
შემთხვევა

„სულ 5 ბავ­შვი იჯდა მან­ქა­ნა­ში, ჩემი შვი­ლე­ბი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ უკა­ნა მი­ნი­დან გად­მო­ვარ­დნენ” – როგორ სასწაულებრივად გადაურჩა საზარელ ავარიას კიდევ 3 ბავშვი, რომლებიც იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა?

სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. ავა­რი­ას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ვით არ­ში­ლა­ვა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ემსხვერ­პლა, ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის დედა. ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ სამი მო­ზარ­დი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა.

შემ­თხვე­ვა 26 ივ­ნისს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თვრი­ნი-ალა­ვერ­დის პე­რი­მეტრზე მოხ­და. ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ორი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­სა­მე კი გუ­შინ -კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ბავ­შვე­ბის დედა ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძე.

მომხდარის შესახებ ისაუბრა ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძის დის ქმარმა, ხვი­ჩა ჩა­გა­ლი­ძემ და განაცხადა, რომ მან­ქა­ნა­ში მისი ორი ტყუ­პი გო­გო­ნა იჯდა იმ უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის დროს და ბავ­შვე­ბი სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩნენ.

„სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და, ჩემი ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი, 7 წლის ბავ­შვე­ბი სტუმ­რად იყ­ვნენ დე­ი­დას­თან წა­სუ­ლე­ბი სო­ფელ ოფ­ჩა­ში. წინა დღეს ვე­ლა­პა­რა­კე და­თოს და მი­თხრა, რომ პა­რას­კევს ბავ­შვებს ჩა­მო­მიყ­ვან­და გუ­რი­ა­ში. ხუთ­შა­ბათს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. მე ხუთ­შა­ბათს გვი­ან გა­ვი­გე, 12 სა­ა­თი ხდე­ბო­და და მას შემ­დეგ ჩემი შვი­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ვე­ძებ­დი. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ, დიდ­ხანს ვე­ძებ­დით ბავ­შვებს. რო­გორც გა­ვი­გე, და­თოს დის­შვი­ლიც ჰყო­ლია სტუმ­რად და დას­თან მიჰ­ყავ­და ხა­რა­გა­ულ­ში და წა­იყ­ვა­ნა ყვე­ლა­ნი ერ­თად.

სულ 5 ბავ­შვი იჯდა მან­ქა­ნა­ში. რა მოხ­და რა­ტომ მოხ­და ეს ავა­რია, ვერ გა­ვი­გე. არც არა­ვის აქვს სურ­ვი­ლი მი­თხრას დე­ტა­ლე­ბი და უფ­ლე­ბა მაქვს ვი­ცო­დე, რად­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ვი­ცო­დე რა მოხ­და. ვე­ძებ­დი ჩემს შვი­ლებს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის­გან გა­ვი­გე, რომ ორი ადა­მი­ა­ნი იყო გარ­დაც­ვლი­ლი, მა­შინ და­ვი­წყე ძებ­ნა ჩემი შვი­ლე­ბის და თით­ქმის ყვე­ლა კლი­ნი­კა და მორ­გი მო­ვი­ა­რე. ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე კოშ­მა­რუ­ლი ღამე იყო. რო­გორც მერე გა­ვი­გეთ ჩემი ბავ­შვე­ბი გამ­ვლელ ცოლ-ქმარს აუყ­ვა­ნია და წა­უყ­ვა­ნია თბი­ლის­ში, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და იქ მი­ვა­გე­ნით.

ავა­რი­ის დე­ტა­ლებ­ზე არც ვე­სა­უბ­რე­ბი ბავ­შვებს. არ მინ­და მი­ყე­ნო ტრავ­მა. სიჩ­ქა­რე რომ იყო ერთი მი­ზე­ზი ფაქ­ტია, რად­გან ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მან­ქა­ნა. ჩემი შვი­ლე­ბი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ უკა­ნა სა­ქა­რე მი­ნი­დან არი­ან გად­მო­ვარ­დნი­ლე­ბი. ორი­ვე და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და იქ და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, ის და­ეხ­მა­რა ბავ­შვებს. ბავ­შვი ამ­ბობს, ვი­ღაც დე­ი­დამ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, შა­ქარ­წყა­ლი დაგ­ვა­ლე­ვი­ნეს, სახე მოგ­ვბა­ნეს სის­ხლით ვი­ყა­ვით დას­ვრი­ლე­ბიო. ავა­რი­ის სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩვენ არ ვი­ცით”.

ერთი ვერ­სი­ით ავა­რი­ის მი­ზე­ზი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე იყო, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მან­ქა­ნაც გა­უ­მარ­თა­ვი იყო. მი­ზე­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ად­გე­ნენ, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

წყარო: ambebi.ge

Back to top button