
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 30 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე გივი მიქანაძის კანდიდატურა წარადგინა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმავე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრე წულაძემ, მანამდე მოქმედმა განათლების მინისტრმა, თანამდებობა დატოვა.
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის, თავად წულაძე ბრიფინგს არ დასწრებია. კობახიძის თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე, გივი მიქანაძე არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე.
მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში იქნება. მისი თქმით, მისთვის პასუხისმგებლობა და პატივია სარგებლობდეს მაღალი ნდობით და ხელმძღვანელობდეს სამინისტროს, რომელიც თითოეულ “ჩვენგანთან და მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული“.
- გივი მიქანაძის განათლება და გზა პოლიტიკამდე:
მიქანაძე პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში.
ის წლების განმავლობაში იყო შსს-ის აკადემიის ლექტორი, პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მიქანაძე ბოლო დროს საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
“აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ბრიფინგზე კობახიძემ.
ბიოგრაფიული ცნობები გივი მიქანაძის შესახებ:
47 წლის მიქანაძეს 2006 წელს მიღებული აქვს იუსტიციის პოლკოვნიკის, 2017 წელს კი პოლიციის პოლკოვნიკის წოდებები.
2005 – 2008 წლებში ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში.
2016 – 2018 წლებში იყო პოლიციის აკადემიის რექტორი