
ესპანელ-ქართველი მებრძოლი ილია თოფურია უკვე ნამდვილი სუპერვარსკვლავია UFC-ში. ეს დაადასტურა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დანა უაიტმა, კვირას ჩარლზ ოლივეირასთან პირველ რაუნდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ის მსუბუქი წონის ჩემპიონად აქცია.
ამას ემატება მისი ქვემსუბუქი წონის ქამარიც, რაც მას ისტორიაში მეათე ორმაგ ჩემპიონად ხდის, ის ერთადერთია, ვინც ამ ეტაპს დაუმარცხებლად მიაღწია.
“მკაცრი ვარჯიშისა და ფიზიკური მონაცემების გარდა, თოფურიას სჭირდება კარგი ადგილი დასასვენებლად და ძალების აღსადგენად, რათა მოემზადოს და ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს მორიგი ორთაბრძოლებისთვის” – წერს ესპანური მედია.