
“საჯაროდ ვაცხადებ! ჩემმა ვიდეომესიჯმა მიაღწია თავის მიზანს – აშშ-მდე და იქ უკვე გაიმართა საუბარი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი: საქართველოს საკითხი დღის წესრიგშია, მაგრამ პრიორიტეტი არ არის!
აშშ ვერავითარ რეჟიმს ვერ შეცვლის ძალით, თუ ეს არ იქნება ხალხის ნება და ხალხის მოთხოვნა. გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია და დრო აღარ რჩება. მე არ მყავს შვილები, არც ვალდებულებები მაქვს – შემიძლია წავიდე და ვიცხოვრო ამერიკაში მშვიდად. მაგრამ თქვენ? თქვენ რას აპირებთ?!
თქვენზეა დამოკიდებული, როგორი საქართველო დარჩება მომავალ თაობებს! ახლა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა. თუ არ ვიბრძოლეთ – დავკარგავთ ყველაფერს” – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.