შორდებიან თუ არა? - განქორწინებაზე გავრცელებული ხმების შემდეგ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი ერთად გამოჩნდნენ - bbcnews.ge
მსოფლიო

შორდებიან თუ არა? – განქორწინებაზე გავრცელებული ხმების შემდეგ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი ერთად გამოჩნდნენ

აპრილში გავრცელდა ხმები, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური წყვილი იშლებოდა. ამბობდნენ, რომ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი 80 წლის მაიკლ დუგლასს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ეყრებოდა.

აღსანიშნავია, რომ წყვილი 2013 წელსაც აპირებდა განქორწინებას, როცა კეტრინს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა – ბიპოლარულ აშლილობას ებრძოდა. თუმცა წყვილმა მაშინ გაუძლო განსაცდელს.

შემდეგ მაიკლს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები – რამდენიმე წლის წინ ხორხის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თითქმის ერთი წელი ებრძოდა დაავადებას. კეტრინი მის გვერდით იყო ამ განსაცდელის დროს. თუმცაამბობენ, რომ მაიკლი საკმაოდ დაუძლურებელია. ასაკმა და ავადმყოფობამ სერიოზულად დაატყო ხელი და გავრცელებული ხმების თანახმად, კეტრინს განქორწინება სურდა.

კითხვის გაგრძელება

Back to top button