
დიდ ბრიტანეთში, ესექსში, ქალაქ საუთენდის პარკში ხის წაქცევის შედეგად 7 წლის გოგონა დაიღუპა, კიდევ 4 ბავშვი კი დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი, 6 წლის გოგონა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, სამმა კი მსუბუქი ტრავმები მიიღო.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ “არასდროს დაივიწყებს ინციდენტში მონაწილე ბავშვების კივილის ხმა“, როდესაც ხე “გაიხლიჩა და მიწაზე დაეცა“.
მედიის ცნობით, შაბათ დღეს პარკში ძალიან ბევრი მოქალაქე იმყოფებოდა, მათი უმეტესობა ოჯახებთან ერთად იყო.