"დილას ლოცვით ვიწყებ, ღარიბებს ვეხმარები, ჩემზე პატიოსან ადამიანს არ ვიცნობ..." - მიხაილ ხუბუტიამ, რომელიც ყოფილ შეყვარებულს ნაჯახით დაესხა თავს, შინაპატიმრობის მოხსნა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო - bbcnews.ge
მსოფლიო

“დილას ლოცვით ვიწყებ, ღარიბებს ვეხმარები, ჩემზე პატიოსან ადამიანს არ ვიცნობ…” – მიხაილ ხუბუტიამ, რომელიც ყოფილ შეყვარებულს ნაჯახით დაესხა თავს, შინაპატიმრობის მოხსნა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო

სასამართლომ მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილ მინისტრს, მიხაილ ხუბუტიას, რომელმაც ყოფილი შეყვარებულის, იულია ვანის ცემა აღიარა, შინაპატიმრობა გაუხანგრძლივა. ამის შესახებ მოსკოვის საერთო სასამართლოების Telegram-ის არხმა განაცხადა.

59 წლის ხუბუტიამ ყოფილ მეგობარ ქალს სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. საქმეზე კიდევ რამდენიმე ექსპერტიზაა ჩასატარებელი. ამის გამო, გამოძიების ვადა 28 ივლისამდე გახანგრძლივდა. ადვოკატები კი ხუბუტიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ხუბუტია ამ ეტაპზე შინაპატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ მისი ადვოკატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ხუბიტია გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში დატოვა.

თავად ხუბუტია, რომელსაც მედიაში “იარაღის ბარონს” უწოდებენ, შინაპატიმრობის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდა. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიხაილმა ნებაყოფლობით მისცა ჩვენება, დაზარალებულს 500 ათასი რუბლი გადაუხადა და აქამდე არაერთ საქველმოქმედო პროექტში ჩაერთო. სასამართლოზე თავის გამოსვლაში ხუბუტიამ თქვა, რომ თავს ცუდ ადამიანად არ თვლის.

“იშვიათად ვხვდები ჩემზე უფრო პატიოსან და წესიერ ადამიანს, ეს ჩემ გარშემო ყველამ იცის. არ გადის დღე, რომ სიკეთე არ გავაკეთო: ყოველ დილას ლოცვით ვიწყებ, კვირაობით კი ეკლესიებში ღარიბებსა და ავადმყოფებს ვეხმარები. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც არ დაადასტურებს, თუ რამდენად პატიოსანი ვარ, დაწყებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტით და დამთავრებული იმ ადამიანებით, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. ყოველდღე ვეხმარები საზოგადოებას.” – ამბობს ხუბუტია.

კითხვის გაგრძელება

Back to top button