მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები... - რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი და რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში მისი ცოლის იუბილე - bbcnews.ge
საზოგადოება

მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი და რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში მისი ცოლის იუბილე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა (სუს) ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და­ა­კა­ვა. მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბი­ან.

  • სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 3 ოქ­ტომ­ბრი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე, სხვა­დას­ხვა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, თა­ნამ­დე­ბობ­რივ გავ­ლე­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ იყე­ნებ­და ენერ­გე­ტი­კულ სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა პი­რის­თვის არა­მარ­თლზო­მი­ე­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბის­თვის.

ამ პი­რე­ბის­თვის უკა­ნო­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ, ის მათ­გან ენერ­გო­კომ­პა­ნი­ებ­სა და ჰე­სებ­ში წი­ლებს იღებ­და, რო­მელ­თა რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი თა­ვად იყო, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი წი­ლე­ბი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებ­ზე ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, რ.მ.-მ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

მი­ქა­უ­ტა­ძის ქო­ნე­ბა და მე­უღ­ლე

რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, 2024 წლის აპ­რილ­ში, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მისი მე­უღ­ლის, ნინო მი­ქა­უ­ტა­ძის მად­რიდ­ში, ის­ტო­რი­ულ უბან­ში ბი­ნის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ნინო მი­ქა­უ­ტა­ძემ 103 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა 2024 წლის 18 იან­ვარს შე­ი­ძი­ნა, რო­დე­საც მი­ქა­უ­ტა­ძე ჯერ კი­დევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ბი­ნის ფასი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ბრო­კე­რე­ბის სა­ი­ტებ­ზე მსგავ­სი ფარ­თის ბინა მად­რი­დის ცენ­ტრში და­ახ­ლო­ე­ბით 829 000 ევრო ღირს. ნინო მი­ქა­უ­ტა­ძემ არ უარ­ყო შე­ნა­ძე­ნი, თუმ­ცა, კი­თხვა­ზე, თუ რა შე­მო­სავ­ლით ასა­ბუ­თებ­და ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­ნის ყიდ­ვას, გა­ნა­ცხა­და, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცხად­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ბი­ნა­ში წყვილ­მა 660 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­და.

კითხვის გაგრძელება

Back to top button