„კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები... შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა“ - ცნობილი ბლოგერის ემოციური წერილი დედაზე - bbcnews.ge
Faceამბები

„კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები… შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა“ – ცნობილი ბლოგერის ემოციური წერილი დედაზე

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.

ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დედაზე ემოციურად წერს:

„სულ საქმეში, არ მელოდებოდა სიყვარული“ დედებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან და გადაფარონ სხვა უკეთესი რაღაცებით.

ფიქრობენ, რომ შვილები ვერ ამჩნევენ რომ არ არიან კარგად, რომ არ არიან ბედნიერი.

ფიქრობენ, რომ ვერ ამჩნევენ შვილები, რა მწარეა მონატრება მამის, მეუღლის და ამის გამო როგორი შებოჭილები არიან ხშირად უსუსურობოსგან. ჰგონიათ, რომ სახლის დალაგებით, სამზარეულოში სადილის კეთებით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით და მოწესრიგებით შეძლებენ გადაფარვას მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა.

შვილებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ. ჩვენ მას ვგრძნობთ. ვიცით როდის გტკივათ და გიხარიათ.

კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები. შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა.

პ.ს. გეფერებით ყველა დედას, ძალიან მინდა რომ კარგად იყოთ. იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ.

ყოველი დღე თქვენია “, – წერს გივიკო დიდია ვიდეოზე.

წყარო: digest.ge

Back to top button