მარგარინი, რომელიც საშიში შემადგენლობის გამო გაყიდვიდან ამოიღეს - რას წარმოადგენს სინამდვილეში მარგარინი და რომელ სახეობაში დაფიქსირდა დარღვევა - bbcnews.ge
საზოგადოება

მარგარინი, რომელიც საშიში შემადგენლობის გამო გაყიდვიდან ამოიღეს – რას წარმოადგენს სინამდვილეში მარგარინი და რომელ სახეობაში დაფიქსირდა დარღვევა

მარგარინი და სპრედი – იაფფასიანი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება. ბოლო ლაბორატორიულმა კვლევამ საქართველოში, გაყიდვაში არსებულ პროდუქტში, დასაშვებზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოაჩინა. საეჭვო პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია. ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა – ტრანსცხიმების უსაფრთხო დოზა არ არსებობს. მცირე ოდენობამაც კი შეიძლება, ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს. თემის შესახებ საინტერესო სიუჟეტი გადაცემამ “კურიერი P.S” მოამზადა:

მარგარინი, სპრედი, სამარხვო კარაქი – ამ სახელწოდებებით ფერადი შეფუთვები გვპირდებიან ომეგა 3-ს, დაბალ ქოლესტერინს, მცენარეულობას, მაგრამ ის ორგანიზმში სულ სხვა ზრახვებით აღწევს. მსოფლიო ბაზარზე მცენარეული მყარი ცხიმის დიდი არჩევანია და დიდია კითხვის ნიშანიც, თუ რამდენად ჯანსაღია ეს პროდუქტი.

გასულ საუკუნეში სპრედი კარაქის იაფფასიანი ვერსიის იდეით, მცენარეული ზეთის გადამუშავებისა და გამყარების ფორმულით შეიქმნა. შემდეგ კი ჯანმრთელობაზე შეტევის უხილავ იარაღად იქცა. გააჩინა ეჭვები და კვლევებიც დაიწყო. საქართველოს ბაზარზე არსებული მარგარინების ბოლო კვლევა momxmarebeli.ge-მ ჩაატარა. საკვლევი სურსათი შემთხვევითი პრინციპით შეირჩა როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე ზომის ჯიხურებში. ნიმუშები თურქეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმდა.

შედეგი ასეთია: საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი, “ლუნა”, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. მასში ლაბორატორიული კვლევისას დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოჩნდა.

კითხვის გაგრძელება

Back to top button