დედა და 3 მცირეწლოვანი შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - bbcnews.ge

დედა და 3 მცირეწლოვანი შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

17.04.2025

აშშ-ში, ორეგანოს შტატში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ბავშვები 2, 5 და 7 წლისები იყვნენ.

ჯერჯერობით პოლიციას არ უთქვამს რა იყო გარდაცვალების მიზეზი. ჯერჯერობით არ სახელდება გარდაცვლილთა ვინაობაც. 

პოლიციას მათი გარდაცვალების შესახებ მამაკაცმა შეატყობინა, რომელიც სახლში დაბრუნდა და ცხედრები იპოვა. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება

რეკლამა
რეკლამის ადგილი