“საქართველოში ვცხოვრობ, საქართველოში ვზრდი შვილებს, ჩვენი კუთხე ყველას მირჩევნია... თუ რუსულად ვსაუბრობ ეს რუსობას ნიშნავს?“ - რომან დოლიძე გამომწერებს მიმართავს - bbcnews.ge
სპორტი

“საქართველოში ვცხოვრობ, საქართველოში ვზრდი შვილებს, ჩვენი კუთხე ყველას მირჩევნია… თუ რუსულად ვსაუბრობ ეს რუსობას ნიშნავს?“ – რომან დოლიძე გამომწერებს მიმართავს

UFC-ს ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, რო­მან დო­ლი­ძე მი­მარ­თავს გა­მომ­წე­რებს, რომ­ლე­ბიც მისი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვი­დე­ო­ე­ბის გამო გა­ღი­ზი­ან­დნენ.

რო­გორც რო­მან დო­ლი­ძე გა­მარ­ტავს, მან გა­ნათ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მი­ი­ღო და მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი იქ რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­და, ამ ენა­ზე მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბაც, ამი­ტომ იმის­თვის რომ იქ მცხოვ­რებ მე­გობ­რებს და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს ხმა მი­აწ­ვდი­ნოს, “ინ­სტაგ­რამ­ზე“ ვი­დე­ო­ე­ბის ნა­წილს რუ­სუ­ლად წერს.

“მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვზრდი ჩემს შვი­ლებს, რათა ქარ­თუ­ლი იყოს მათი პირ­ვე­ლი ენა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში ვი­ცხოვ­რებ­დი მაგ­რამ ჩვე­ნი კუ­თხე ყვე­ლას მირ­ჩევ­ნია.

თუ რუ­სუ­ლად ვსა­უბ­რობ ეს რუ­სო­ბას ნიშ­ნავს? მე უკ­რა­ი­ნა­ში მი­ვი­ღე გა­ნათ­ლე­ბა, დღემ­დე ხში­რად ჩავ­დი­ვარ და იქაც ყვე­ლა რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს (ოდე­სა­ში, ნი­კო­ლა­ევ­ში, ხერ­სონ­ში, ხარ­კოვ­ში). მათ ქარ­თუ­ლად ვე­სა­უბ­რო? გა­მი­გე­ბენ? რო­გორ ფიქ­რობთ?ამ ვი­დე­ო­ებს რო­მე­ლიც თქვენ ასე გა­ღი­ზი­ა­ნებთ ინ­სტაგ­რამ­ზე ვდებ და აქ ავ­ტო­მა­ტუ­რად იტ­ვირ­თე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნავს რო­მან დო­ლი­ძე თა­ვის მი­მარ­თვა­ში.

Back to top button