„ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ამინდი გაუარესდება - bbcnews.ge

„ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ამინდი გაუარესდება

22.06.2025

22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია განცხადებაში

რეკლამა
რეკლამის ადგილი