
მოდელი თაკო ჩხაიძე საკუთარ გამომწერებს შვილთან, სერგი აბაშიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს უზიარებს. ფოტომ გამომწერების მხრიდან უამრავი კომპლიმენტი და მოწონება დაიმსახურა. თაკო არაჩვეულებრივ ფორმაშია და შვილის გვერდით თავადაც თინეიჯერივით გამოიყურება. “სერგი – 25… მგონია, რომ ერთად გავიზარდეთ, მიყვარხარ უზომოდ, ბედნიერი იყავი მუდამ”, – წერს თაკო.

