"დავიწყე წონასთან დაუნდობელი ბრძოლა..." - ნინო მუმლაძე მშობიარობისა და ზედმეტ წონასთან ბრძოლის შესახებ - bbcnews.ge
საზოგადოება

“დავიწყე წონასთან დაუნდობელი ბრძოლა…” – ნინო მუმლაძე მშობიარობისა და ზედმეტ წონასთან ბრძოლის შესახებ

ნინო მუმლაძეს ახლახან ძალიან დიდი ბედნიერება ეწვია. მას 39 წლის ასაკში ვაჟი, რონი შეეძინა. მან შვილისა და დედობის შესახებ ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა: 

“პირველ რიგში, სიგანეში შევიცვალე, მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ – ამბობს მსახიობი.

ნინო მანამდე ხშირად საუბრობდა იმ სტერეოტიპებზე, რაც საზოგადოებაში 30 წელს დაოჯახებისა და შვილის გაჩენის შესახებ არსებობს: 

“სიყვარულს ასაკი არ გააჩნია. ზუსტად იმ ემოციით გავთხოვდი, რა ემოციაც 16 წლისას მექნებოდა და ზუსტად ისე დაფრინავდნენ პეპლები… ყველაფერს აქვს თავისი დრო ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ინდივიდუალურად. მაშინ მოდის შენთან რაღაც, როცა ეს საჭიროა. შეიძლება ის ცუდი გამოცდილებაც ადამიანს სჭირდება შემდეგში, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას… მე ცოტა შიში მქონდა ოჯახის შექმნის, იმდენად ვიყავი მიჩვეული ჩემი ცხოვრების რიტმს. ოჯახის შექმნა რუტინასთან ასოცირდებოდა და ამის ცოტა მეშინოდა… ოჯახის შექმნის სურვილი აქამდე არ მქონია… მოვიდა ეს გრძნობა იმ დროს, როცა საჭირო იყო… საზოგადოების ზეწოლა იყო ამ საკითხზე, რასაკვირველია. 25 წლიდან მესმის: “რატომ არ თხოვდები?” და “კიდევ მოიმატე?” ჭირივით მეზიზღება ეს სიტყვები… შეიძლება ბიოლოგიური თვალსაზრისით ეს ცუდია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგია, რომ დღეს ქალები ვფიქრობთ, რომ ჯერ შევდგეთ პიროვნებებად, კარიერული თვალსაზრისით შევქმნათ რაღაც, ვრეალიზდეთ და მერე უკვე სხვანაირად გავაანალიზოთ ქორწინება…” – ამბობდა ნინო.

წყარო: მარაო

Back to top button