
ტრაგედია დატრიალდა წუხელ აჭარაში. ქობულეთი ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
- არსებული ინფორმაციით, დედა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე პირი – კლინიკაში მიყვანის შემდეგ.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ambebi.ge