ახალგაზრდა კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა - ახალი დეტალები გორში მომხდარზე - bbcnews.ge
შემთხვევა

ახალგაზრდა კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა – ახალი დეტალები გორში მომხდარზე

გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა. ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა ახლად დაქორწინებულ ოჯახში დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

Back to top button