
ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, თუ რა არის თათიას სუპერძალა.
„ჩემი სუპერძალა დედობაა… და ამის შემდეგ, უდიდეს ძალად მიმაჩნია ის, რომ ვირჩევ სიმართლეს და არა კომფორტს. ჩემი ძალა თანაგრძნობაა – რადგან ამ გრძნობას ადამიანის და მათი სამყაროს შეცვლა შეუძლია. ალბათ ჩემი სუპერძალაა ისიც, რომ ვერ გამტეხა ბევრმა მოვლენამ ჩემს ცხოვრებაში… და პირიქით – გამაძლიერა. თანაც ჩემი სიჩუმის უკან მთელი ისტორია დგას. და რაც აუცილებლად უნდა ვთქვა… – მადლიერება, სწორედ ამ განცდისგან შედგება ჩემი ყოველდღიურობა“, – წერს თათია შარანგია.


