
ორი წლის წინ, 2023 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, რუსკა ქარქაშაძე დაქორწინდა. მაშინ რუსკა 20 წლის იყო, მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძე კი 32-ის. ასაკობრივმა სხვაობამ მაშინვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მსახიობსაც ხშირად წერდნენ.
რუსკამ გამომწერების კითხვებს პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანი ჭკვიანი და მიზანდასახულია, 20 წლის ასაკში ქორწინება ხელს არაფერში შეუშლის: “პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგად მოგცემს მოტივაციას, უკეთესი გახდე”, – წერდა რუსკა
წყვილს ბედნიერი ოჯახი აქვს – ცოტა ხნის წინ ისინი პირველი შვილის, ზუკას მშობლებიც გახდნენ. რუსკა და ლაშა შვილთან ერთად ბევრს მოგზაურობენ და კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. მიუხედავად ამისა, კითხვებს ასაკობრივი სხვაობის შესახებ მაინც იღებენ. ამჯერად რუსკა სწორედ ამის შესახებ წერს:
– როგორ ფიქრობ, ცოლ-ქმარს შორის რამდენი წელი უნდა იყოს განსხვავება?
– სიტყვა “უნდა” არ ჯდება ამ კონტექსტში. “უნდა” ის, რაც ორ ადამიანს აბედნიერებს

– უთქვამთ შენთვის, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობა არ არის კარგი? იყო აგრესია?
– არ ვთვლი, რომ კატასტროფული ასაკობრივი სხვაობაა ჩემსა და ლაშას შორის. არა, ვისგან უნდა ყოფილიყო აგრესია? ჩემი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. უცხო ადამიანების აზრს კი არასდროს გავითვალისწინებდი გადაწყვეტილების მიღების დროს
