„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ – გაფრთხილება ამინდზე - bbcnews.ge
საზოგადოება

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ – გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ივნისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button