"ხან მგონია, რომ აფრიკაში კი არა, სამეგრელოში გავთხოვდი... ოჯახში მზარეული ჩემი მეუღლეა, ცხრაკლიტულში გვიწევს ცხოვრება" - ქართველი ქალის საინტერესო ცხოვრება უცხო კონტინენტზე - bbcnews.ge
ისტორიები

“ხან მგონია, რომ აფრიკაში კი არა, სამეგრელოში გავთხოვდი… ოჯახში მზარეული ჩემი მეუღლეა, ცხრაკლიტულში გვიწევს ცხოვრება” – ქართველი ქალის საინტერესო ცხოვრება უცხო კონტინენტზე

ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლია და თუ მო­ინ­დო­მებს, მყა­რად და­სა­ხულ მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ია მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მა­გა­ლით­ზე ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ. ის წლე­ბია ოჯახ­თან ერ­თად აფ­რი­კა­ში ცხოვ­რობს, არის ინ­გლი­სუ­რის ენის ცენ­ტრის Smartlings Education-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ცნო­ბი­ლი ვლო­გის MiAfrika-ს ავ­ტო­რი, ასე­ვე აფ­რი­კა­ში ტუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ამ­ბა­ვი კი ასე იწყე­ბა:

და­ი­ბა­და გურ­ჯა­ან­ში, და­ამ­თავ­რა სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა გაზ­რდი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში იყოს.

“ვარ ღვთის მო­ში­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თგუ­ლი, უღა­ლა­ტო, ჰუ­მა­ნუ­რი, ემ­პა­თი­უ­რი, მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით… სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა მა­მამ ბავ­შვო­ბი­დან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მა­კის­რა. სა­ერ­თოდ, მშობ­ლებ­მა შთა­მა­გო­ნეს, რომ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი, რო­გორც მთე­ლი სკო­ლის­თვის, ისე უმ­ცრო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის­თვის.

მეც ენერ­გი­ას არ ვი­შუ­რებ­დი, რომ ყვე­ლა სა­გა­ნი ერ­თნა­ი­რად კარ­გად მეს­წავ­ლა. მერ­ვე კლა­სი­დან რე­გი­ო­ნულ ოლიმ­პი­ა­დებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაქვს უამ­რა­ვი დიპ­ლო­მი… მას­წავ­ლებ­ლე­ბი დღემ­დე ინა­ხა­ვენ ჩემ და­წე­რილ თე­მებს და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს აჩ­ვე­ნე­ბენ სა­მო­ტი­ვა­ცი­ოდ. ბავ­შვო­ბის წლებ­მა, ვფიქ­რობ, დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მას­წავ­ლა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რკი­ნის ნე­ბის­ყო­ფა და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა გან­მი­ვი­თა­რა.

ამას ემიგ­რა­ცია და­ე­მა­ტა, რა­მაც უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა რო­გორც მო­რა­ლუ­რად, ისე – ფი­ზი­კუ­რად. მუდ­მი­ვი ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა გახ­და ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბით, სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვა ვის­წავ­ლე,“ – აღ­ნიშ­ნავს ია მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

– მა­მას ხათ­რი არ გა­უ­ტე­ხეთ, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ა­ბა­რეთ, მაგ­რამ თავს ექი­მად ვერ წარ­მო­იდ­გენ­დით. რა­ტომ?

– ჩემი ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა, ისეთ დროს და­ემ­თხვა, როცა ყვე­ლა კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის ბავ­შვი ექი­მი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, – მო­და­ში იყო. მო­დას აყო­ლა არ მჩვე­ვია. იმის გამო, რომ ვარ გუ­ლის­ხმი­ე­რი, მაქ­სი­მა­ლის­ტი და დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მა­მას სჯე­რო­და, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი ვიქ­ნე­ბო­დი და ისიც ავად არა­სო­დეს გახ­დე­ბო­და. სწო­რედ, მისი სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სამ­წლი­ა­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შემ­დეგ 2005 წელს ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო საქ­მე­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

მა­მის დიდი ხათ­რი მქონ­და, მაგ­რამ ექი­მო­ბა ჩემი მო­წო­დე­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ინ­გლი­სუ­რი ენის მი­მართ დიდ­მა სიყ­ვა­რულ­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და შე­ვიც­ვა­ლე პრო­ფე­სია. და­ვი­წყე ენის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლა და მა­მაც და­ვარ­წმუ­ნე, რომ ჩე­მით ისე ია­მა­ყებ­და, რომ ცუ­დად ყოფ­ნის მი­ზე­ზი არა­სო­დეს ექ­ნე­ბო­და. მგო­ნი, გა­მო­მი­ვი­და…

კითხვის გაგრძელება

Back to top button