გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - bbcnews.ge

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

16.06.2025

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

რეკლამა
რეკლამის ადგილი