
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუ მისცა.
მისი თქმით, „პუტინი ტრამპს მოატყუებს, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას.“
„ვთვლი, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს და, საბოლოო ჯამში, ის ტრამპს მოატყუებს. ამას დაინახავთ, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ასეთი ადამიანია. და ის მზად იქნება გარკვეული ნაბიჯებისთვის, დეესკალაციისთვის, მხოლოდ თუ დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება. სხვანაირად ვერანაირად,” – განაცხადა ზელენსკიმ.