საოცრად ჰაეროვანი და გემრიელი თაფლიანი ნამცხვარი, რომელიც პირში დნება • იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს… – სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, “დანონის” ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს • “მარტო არ ვარ… მაქვს სურვილი, რომ მეორედ დავოჯახდე… მეუღლესთან დაშორება რთულად გადავიტანე” – ნინი ბადურაშვილი გულახდილი აღიარება • “ლეიკემია დაამარცხა, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” – რას ჰყვებიან ახლობლები ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის ბიჭზე? • „ისტორია ზუსტად მეორდება, ვხედავ…“ – ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება • ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც გუშინ ბათუმში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით • „ორი ბავშვი და მშობლები გარდაცვლილი იპოვეს“ – უმძიმესი ტრაგედიის დეტალები •
“ვინანიებ და ბოდიშს ვუხდი…” – რა განცხადებას ავრცელებს ვიკა ბუკია
14.06.2025
“ქართული ოცნების” წარმომადგენლის, მარიამ ლაშხის მიმართ გამოვლენილი “შეურაცხმყოფელი” დამოკიდებულებისთვის “თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბარებულმა ტელეწამყვანმა, ვიკა ბუკიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ის აღნიშნული პროცესის აზრს ვერ ხედავს და რომ “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებით ის კვლავაც საკუთარ აზრზე რჩება:
“მაყურებელს მივმართავ, თუ ნახავთ ჩემს “ფეისბუქ” გვერდზე, რომ რამე ვიდეოს ვწერ, სადაც ვინანიებ და ბოდიშს ვუხდი მარიამ ლაშხს, ესეიგი გატაცებული ვარ ვაკის საცურაო აუზიდან, ასე ჩათვალეთ. რა თქმა უნდა ვხუმრობ და არანაირ მონანიებას არ ვაპირებ და საერთოდ ვერ ვხვდები ამ პროცესის მიზანი რა არის. ახლა ამ სასამართლო პროცესზე რომ მივალ მარიამ ლაშხი, რომელიც მგონია, რომ მონაა, ვიფიქრებ, რომ აღარ არის მონა?
არ შევიკავებ თავს, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება. მარიამ ლაშხსაც შეუძლია მიწოდოს ნებისმიერი რამ. მე არ ვიცი რატომ აქვს მას მაინც და მაინც დიდი სურვილი და რატომ წყინს ასე, რომ მას მონას უწოდებენ. საერთოდ რატომ აინტერესებს, მე მას მონას ვუწოდებ, ბრიტანეთის დედოფალს თუ მის საქართველოს, რატომ არის ამით დაკავებული არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები. საერთოდ, ეს პროცესი არაფერს არ შეცვლის. ადამიანს თუ აქვს აღქმა მეორეს მიმართ და მიიჩნევს, რომ არის სამშობლოს მოღალატე, მონა და ა.შ, ეს პროცესი არ შეცვლის ამ დამოკიდებულებას და ვერ ვხვდები ამ პროცესის აზრი რა არის”- განაცხადა ვიკა ბუკიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. სასამართლო მათ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის “ფეისბუქის” საშუალებით შეურაცხყოფის მიყენებას ედავება, რაც 173-ე 16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ითვალისწინებს, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მოსამართლე დავით თეთრაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას სასამართლო სხდომა 18 ივნისის 15:30 საათამდე გადადო.