სკანდალური სპორტსმენისა და მილიონერის მიხეილ მამიაშვილის ქალიშვილი დაქორწინდა - მისი რჩეული ცნობილი ჰოკეისტია - bbcnews.ge
მსოფლიო

სკანდალური სპორტსმენისა და მილიონერის მიხეილ მამიაშვილის ქალიშვილი დაქორწინდა – მისი რჩეული ცნობილი ჰოკეისტია

რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, სკანდალებით ცნობილი მილიონერის მიხეილ მამიაშვილის უმცროსი ქალიშვილი ელიზავეტა ცნობილ ჰოკეისტს მატვეი გუსკოვს გაჰყვა ცოლად. წყვილი 2020 წლიდან ხვდება ერთმანეთს, 2024 წელს სთხოვა მატვეიმ ხელი, 11 ივნისს კი ოფიციალურად იქორწინეს.

ქორწილი მოსკოვში გადაიხადეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ ქორწილი საკმაოდ მასშტაბური იყო.

ლიზა ბომონდურ ცხოვრებაში ჩართულია და მოსკოვური წვეულებებისა და ღონისძიებების ხშირი სტუმარია. მისი მეუღლეც სპორტული ოჯახიდანაა – მამამისი ასევე ცნობილი ჰოკეისტია.

რაც შეეხება ლიზას მამას, მიხეილ მამიაშვილი მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენია, თუმცა ბოლო პერიოდში მისი სახელი ძირითადად სკანდალებთან ასოცირდება. 1963 წელს უკრაინაშია დაბადებული. მამამისი ქართველი იყო – გერაზ მამიაშვილი, თუმცა თავად მიხეილი თავგამოდებულია, როგორც რუსი სპორტსმენი და რუსეთის ფედერაციის ერთგული დამცველი. საბჭოთა კავშირის დროს არაერთი ჯილდო მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ოლიმპიური ჩემპიონია, სსრკ-ის დამსახურებული სპორტის ოსტატი (1988), სსრკ-ისა და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი (1992), რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და პოლკოვნიკი. ჰყავს ცოლი, ხუთი შვილი და შვილიშვილები.

კითხვის გაგრძელება

Back to top button