მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა - bbcnews.ge

მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა

13.06.2025

გორთან ახლოს, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.

შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცველები. 

როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი