ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. აქ ჩა­მოს­ვლამ­დე მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და -  ვინ არის 22 წლის ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა? - bbcnews.ge
შემთხვევა

ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. აქ ჩა­მოს­ვლამ­დე მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და –  ვინ არის 22 წლის ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა?

უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი – 22 წლის დე­მეტ­რე დარ­ჩია შე­ე­წი­რა.

ის დღეს “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის” ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ძი­ე­ბე­ბი ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის” ბა­ზა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი, რომ­ლის დე­ტო­ნა­ცია მოხ­და იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც დე­მეტ­რე დარ­ჩია მას­თან ახ­ლოს იყო.

რო­გორც ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, დარ­ჩია სულ რა­ღაც 4 თვის ჩა­სუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში.

“ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. აქ ჩა­მოს­ვლამ­დე მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და. ძა­ლი­ან იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, უნ­დო­და, რომ ბრძო­ლის ველ­ზე მყოფ მებ­რძო­ლებს დახ­მა­რე­ბო­და. თა­ვად მი­იჩ­ნევ­და, რომ უკვე მზად იყო ითხოვ­და, რომ ბრძო­ლის ველ­ზე გაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ ჩვენ არ ვუშ­ვებ­დით. თით­ქმის ბავ­შვი იყო, არა­ნა­ი­რი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და და რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ბა­ზა­ზე ვა­ყოვ­ნებ­დით. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი…. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული” – ამ­ბობს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

მისი ვერ­სი­ით, რუ­სებ­მა დი­ვერ­სი­უ­ლი აქტი და­გეგ­მეს და რუ­სე­თის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

“ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის” მებ­რძო­ლე­ბი­დან სხვა არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ბა­ზა­ზე სა­დაც დე­მეტ­რე დარ­ჩია იმ­ყო­ფე­ბო­და, არც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ინა­ხე­ბო­და და არც ია­რა­ღი. ოთახ­ში, სა­დაც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, გვი­ან ღა­მით მარ­ტო შე­ვი­და და მა­შინ­ვე აფეთ­ქდა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩხრე­კენ ახ­ლომ­დე­ბა­რე ავ­ტო­მან­ქა­ნებ­საც.

წყარო: resonancedaily.com

Back to top button