
ვინ არის ნუცა ბუზალაძის რჩეული – დარენ პრინცი?
დარენ პრინცი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს, ლივინგსტონში, ნიუ ჯერსიში. უკვე 14 წლის ასაკში წამოიწყო ბეისბოლის ბარათების გაყიდვის წარმატებული ბიზნესი, რომელიც 1 მილიონ დოლარად გაყიდა მაშინ, როცა, დაახლოებით, 20 წლის იყო. 1994–95 წლებში დააარსა Prince Marketing Group – ბუტიკური ტიპის სააგენტო, რომელმაც 500 მილიონ დოლარზე მეტი გარიგება განახორციელა.
დარენი იყო აგენტი ისეთი ვარსკვლავებისა და სპორტსმენებისთვის, როგორებიც არიან: Magic Johnson, Larry Bird, Muhammad Ali, Joe Frazier, Hulk Hogan, Dennis Rodman, Charlie Sheen, Chevy Chase, Ric Flair და სხვები. მისი სააგენტო უზრუნველყოფს ხელშეკრულების საკითხებს, რეკლამებს, საჯარო გამოსვლებს და კამპანიებს საერთაშორისო ბრენდებთან. გამოჩნდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორებიცაა: Wall Street Journal, New York Times, USA Today, CNN, Fox & Friends, Dr. Oz და ჯეი შეტის პოდკასტში On Purpose.
როგორც ცნობილია, დარენი აქტიურად არის ჩართული დამოკიდებულებასთან ბრძოლაში. მას პირველად ოპიოიდებთან შეხება ჰქონდა 14 წლის ასაკში საზაფხულო ბანაკში. მიუხედავად კარიერული წარმატებისა, დამოკიდებულებამ 24 წელი გასტანა. მას ჰქონდა თითქმის ფატალური დოზის გადაჭარბების შემთხვევა, რის შემდეგაც, 2008 წლიდან უარი თქვა ყოველგვარ ნივთიერებაზე და დაიწყო აქტიური მუშაობა, რათა ამ გზაზე სხვებსაც დახმარებოდა.
2018 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი:Aiming High: How a Prominent Sports and Celebrity Agent Hit Bottom at the Top (შესავალი დაწერა Magic Johnson-მა). წიგნი აღწერს მის კარიერულ აღმავლობას, დამოკიდებულებას, გადარჩენას და ცხოვრების ტრანსფორმაციას. ეს წიგნი გახდა საერთაშორისო ბესტსელერი და დღეს დარენი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, როგორც სპიკერი – საუბრობს დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითშეფასების ამაღლებაზე.
დარენმა დააარსა Aiming High Foundation – საქველმოქმედო ფონდი, სადაც შემოსული თანხის 100% ირიცხება დამოკიდებულების სამკურნალო დახმარებაზე. თანამშრომლობს Banyan Treatment Center-თან და არის Bridge Therapeutics-ის მრჩეველთა საბჭოში – ეს უკანასკნელი მუშაობს ოპიოიდური დეტოქსიკაციის ახალ პრეპარატზე, რომელიც FDA-ს დამტკიცებას ელოდება. ასევე თანამშრომლობს სკოლებთან, კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან და მთავრობებთანაც კი – მათ შორის ოპიოიდური კრიზისის სამუშაო ჯგუფებთან.
“როგორც ამბობენ, „ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ“. ნუცას 2 წლის წინ, როგორც American Idol-ის ფინალისტს, ისე შევხვდი და დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ღვთის სიყვარულით, სულიერი ცხოვრების წესით და დროთა განმავლობაში საუკეთესო მეგობრები გავხდით. წელს, როდესაც გადავწყვიტეთ ლოს-ანჯელესში გადასვლა კარიერის გასაგრძელებლად, არცერთ ჩვენგანს არ წარმოედგინა ის, რაც ახლა გვაქვს.
ჩვენ ერთად დავიწყეთ ზრუნვა ჩვენს პიროვნულ განვითარებაზე და სწორედ ამ დროს გაჩნდა ჩვენ შორის სიყვარული. შენ უზარმაზარი გული გაქვს, შრომის საოცარი დისციპლინა, ხარ ერთგული და ბედნიერი. შენი გადამდები ენერგიით ყველა ოთხას ანათებ, სადაც შედიხარ. შენ მაიძულებ, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე და ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო შენ გვერდით. მადლობა, რომ თქვი “დიახ”. მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ მსოფლიოს კიდევ ბევრ ქალს არა მხოლოდ შენი განსაცვიფრებელი ნიჭით, არამედ ღრმა შინაგანი კულტურით. ახლა ვიცი, რომ ცხოვრება ნამდვილად იძენს აზრს და რაც შენთვისაა შექმნილი, ის გზას აუცილებლად პოულობს. მიყვარხარ”, – დაწერა დარენ პრიცმა საკუთარ გვერდზე და ნუცა ბუზალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.