მათე დევიძეს 4.5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - bbcnews.ge

მათე დევიძეს 4.5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

12.06.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძეს პატიმრობის სახით 4 წელი და 6 თვე შეუფარდა.

დევიძე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო და სასამართლო დარბაზი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

“თქვენს სანახავად მოვდიოდი აქამდე სასამართლოში. დიდხანს ალბათ ვეღარ გნახავთ… მივდივარ სინათლის საძიებლად, უსასრულო წყვდიადში”, – ეს იყო მათე დევიძის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე.

მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პროკურატურა სამი პოლიციელის, ლევან კოდელაშვილის, გიორგი ესტატეშვილის და ბიძინა ჟამერაშვილისთვის ჯოხის დარტყმას ედავებოდნენ.

რეკლამა
რეკლამის ადგილი